ორივე მათგანი, მოსამართლე ეკენატერინე ჯიჭველაშვილის გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში გამართლდნენ საამრთალდარღვევის არარსებობის გამო.
რაც შეეხება ჯარიმას, მისი გადახდისთვის გაბაშვილსა და გოგოხიას 7-დღიანი ვადა მიეცათ. 10 დღის ვადაში კი მათ შეუძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
დანარჩენი დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანი იყო დაკავებული: კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. გუშინვე დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.
აღნიშნული პირები ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, სასჯელის სახით კი ჯარიმას ან ადმინისტრაციული წესით პატიმრობას ითვალისწინებს.
