წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე აცხადებს, რომ “უკრაინა, ალბათ, იმსახურებს” ავტოკეფალიას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

კითხვაზე, რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა საპატრიარქოში ამ საკითხთან დაკავშირებით, მიტროპოლიტი პასუხობს:

იმიტომ, რომ ჩვენი მდგომარეობა რთულია. ჩვენ მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს.”

დღეს, 27 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სინოდის წევრებმა დღეს უნდა განიხილონ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას შეეხება. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის