ახალი ამბები

ქვემო ფონიჭალაში კაცი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს

27 დეკემბერი, 2018 • 1127
ქვემო ფონიჭალაში კაცი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს

ქვემო ფონიჭალაში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგადაც ის საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

უწყების თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება ამ მუხლით იმიტომ დაიწყო, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მათივე თქმით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე დადგენილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი