ახალი ამბები

ხაჩიძე: უგულავას ბინის გაჩხრეკას აპირებენ

5 ივლისი, 2014 • • 1088
ხაჩიძე: უგულავას ბინის გაჩხრეკას აპირებენ

გოგო ხაჩიძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ საათზე აპირებენ სამართალდამცავები უგულავას ბინის გაჩხრეკას და არც იმას ამბობს, თუ რომელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას. 

 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 5 ივლისს, 11 საათზე დასრულდა. მოსამართლემ უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას დაკავებას ითხოვდა. 

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი