ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს

26 დეკემბერი, 2018 • 2216
ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორისგან გარანტიის მიღების შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურასთან აქცია შეწყვიტა.

როგორც ცოტნე გამსახურდიამ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავარმა პროკურორმა გაიზიარა მოთხოვნა საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ და თქვა, რომ მას პირადად უხელმძღვანელებს.

“მთავარ პროკურორს გავაცანი საქმეში არსებული ვითარება. გავაცანი ის ხარვეზები თუ შეგნებულად გაფუჭებული საქმე, რასაც აქვს ადგილი ამ შემთხვევაში. შემდეგ გადავედით გარკვეულ რეკომენდაციებზე, ჩვენს მოთხოვნებზე, რომ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ქართველი და უცხოელი გამომძიებლებისა და ექსპერტებისგან; ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგეს ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი. მთავარმა პროკურორმა, შეიძლება ითქვას, გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები როგორც საქმეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისე სამომავლოდ. მიიღო ეს შემოთავაზება ერთი კორექტირებით, რომ ამ ჯგუფს ის პირადად უხელმძღვანელებს. ჩემთვის საკმარისია ეს გარანტია, რომ მთავარი პროკურორი თავად იღებს პასუხისმგებლობას ამ საქმის ხელმძღვანელოაზე და დღეს ვწყვეტ საპროტეტსო აქციას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცოტნე გამსახურდიამ.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით შიმშილობის აქცია გასულ კვირას დაიწყეს. თუმცა კონსტანტინე გამსახურდია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი