გიგი უგულავას პროცესის დასრულების შემდეგ, რომელზეც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს ეზოში შეკრებილმა უგულავას მხარდამჭერებმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხოფა მაყენეს, რის გამოც ისინი მანქანამდე სასამართლოს დაცვამ მიაცილა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სავარაუდოდ არიან დაკავებულებიც. “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს აღნიშნულ ინფორმაციას.
გიგი უგულავას სასამართლო პრიოცესი 11 საათზე დასრულდა. სასამართლო პროცესი 6 საათზე დაიწყო. ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას დაკავებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

