“ბუნებრივია, დემოკრატიული არჩევნების დროს მთლიანად არ ჩერდება სხვა პროცესები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე ამ პროცესს მოეკიდება უაღრესი პასუხისმგებლობით. არგუმენტები, როგორც პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს ექნება ძლიერი. ჩვენმა საზოგადოებამ- ისევე, როგორც პოლიტიკურმა ელიტებმა- ვაჩვენეთ, რომ ვართ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო. ყველა უწყებამ იგივე რეჟიმში უნდა იზრუნოს ჩვენი ქვეყნის იმიჯის სტაბილურობაზე”, – განუცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9 -საათიან “კურიერს”.

 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 საათზე დაიწყო და ამ დრომდე, 21:20 საათამდე გრძელდება. 

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *