ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას კიდევ ერთხელ აანონსებს

25 დეკემბერი, 2018 •
სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას კიდევ ერთხელ აანონსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი მოძრაობის “ერთად სახლში” ფარგლებში საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს.

ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ყველა ქართველს ენატრება სამშობლოში დაბრუნება.

“ახლა ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა. მათ შექმნეს მოძრაობა “ერთად სახლში”. ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე, და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ. წამოვალ, არაფრის მეშნია, ბოლომდე გავალთ… ჩვენ, სამშობლოს გარდა, არაფერი გვაქვს დასაკარგი. აუცლებლად გავიმარჯვებთ”, – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, მოძრაობის “ერთად სახლში” ფარგლებში შემოივლის ყველა ცენტრს, სადაც ქართველები არიან.

“ვაერთიანებთ ძალებს. შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი