ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: ჩვენს რესპუბლიკაში საქართველო ბევრს არ ანაღვლებს

3 ივლისი, 2014 • • 1291
თიბილოვი: ჩვენს რესპუბლიკაში საქართველო ბევრს არ ანაღვლებს

მისივე თქმით, “თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ასოცირებული წევრობა ეს თაფლაკვერაა, რომლითაც შეიძლება ოსები და აფხაზები შეიტყუო.”

 

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთის მიმართ ისევ გააჩნია პრეტენზიები და დე ფაქტო საზღვარზე პროვოკაციებს აწყობს. 

 

“მთელ მსოფლიოში აცხადებენ, თუ როგორი კეთილი განწყობა აქვთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ, მაგრამ ზურგს უკან საძაგლობებს სჩადიან. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებებზე საქართველოს წარმოდგენა შეიცვალა, მაგრამ მიზნები იგივე დარჩა.” 

 

“საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ თავად არ შეცვლილა. იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთთან  და აფხაზეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იფიქროს, მან უნდა შეცვალოს ის დამოკიდებულება, რაც დღეს გააჩნია.”  

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი