“უგულავა, რომელიც ენმ-ის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელია, მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე დააკავეს. ეს არასასურველი მოვლენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში დაფიქსირდა. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებას დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს, რათა დაიცვას საბაზისო ევროპული ნორმები და პრინციპები. ამიტომ ევროპის სახალხო პარტიის სახელით, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება, რამაც შეიძლება სერიოზულად გამოუთხაროს ძირი საქართველოს ევროპულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისიწნებული რეფორმების იმპლემენტაციაზე უნდა იზრუნოს”, – აცხადებს სარიუშ-ვოლსკი.


იაცეკ სარიუშ-ვოლსკი
იაცეკ სარიუშ-ვოლსკი



Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *