ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობა მთელი წლის განმავლობაში უნებართვოდ შეეძლებათ

3 ივლისი, 2014 • • 1170
სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობა მთელი წლის განმავლობაში უნებართვოდ შეეძლებათ

პირველი მათგანის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეებს 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ რუსეთის ტერიტორიაზე ყველანაირი რეგისტრაციისა და შესაბამის ორგანოებში აღიცხვაზე დადგომის გარეშე დარჩენა. მეორე დუკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, რომლის შესაბამისად სომხეთის მოქალაქეები მიიღებენ უფლებას, სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში მუშაობა ერთი წლის განმავლობაში შეძლონ. 

 

ამისთვის შრომითი მიგრანტებისთვის საჭირო იქნება მხოლოდ შრომითი შეთანხმება დამსაქმებელთან. გარდა ამისა, ეს შეღავათები შეეხება არა მხოლოდ შრომით მიგრანტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

 

როგორც შეთანხმებების განმარტებაშია აღნიშნული, ასეთი დღის წესრიგი გათვალისწინებულია მხოლოდ საბაჟო კავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებისთვის. 

 

ამჟამად რუსეთის ფედერაციაში, სხვადასხვა მონაცემით, ნახევარი მილიონიდან 700 ათასამდე სომხეთის მოქალაქე იმყოფება. მათი დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტია, რომელიც ძირითადად სამშენებლო, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში მუშაობს. 

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი