ახალი ამბები

ახალი წლის ღამეს ზურა ჯაფარიძის გაქირავება გადავწყვიტეთ – გირჩი

24 დეკემბერი, 2018 • 4460
ახალი წლის ღამეს ზურა ჯაფარიძის გაქირავება გადავწყვიტეთ – გირჩი

პოლიტიკური პარტია “გირჩი” იუწყება, რომ ახალი წლის ღამეს პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტეს.

პრესსამსახურის ცნობით,  პარტიის დაფინანსების მიზნით “გირჩი” აუქციონს აწყობს, რომლის გამარჯვებულებს — ანუ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს — 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა.

აუქციონი (#ჯაფარამეკვლედ) ორ ნაწილად იყოფა:

  1. პირველი აუქციონი ტარდება 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე. 23:45 საათზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება.
    პირველ გამარჯვებულთან ჯაფარიძე 01:00-დან 02:00 საათამდე შუალედში მივა, მეორესთან- 2-დან 3 საათამდე, მესამესთან კი- 3-დან 4 საათამდე. პარტიის ვებგვერდის თანახმად, შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარიძის სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. გირჩი იქვე მიუთითებს, რომ “გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში”
  2. ახალი წლის ღამის აუქციონი  ჩატარდება პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე. 03:15 საათზე ორი გამარჯვებული გამოვლინდება.
    პირველთან ჯაფარიძე, საიტის თანახმად, 04:00-დან 05:00 საათამდე შუალედში მივა, მეორესთან კი- 5-დან 6 საათამდე.

გირჩის ვებსაიტზე ჩანს, რომ საწყისი ბიდი 1 თეთრი იყო, შემდეგი — 4 თეთრი, ამ დროისთვის [24 დეკემბერი, 22:30 საათი] აუქციონის მონაწილეების მიერ შეთავაზებული ყველაზე მაღალი თანხა ჯერჯერობით 35 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი