ახალი ამბები

ივანიშვილის ქონება ერთ დღეში 600 მილიონი დოლარით შემცირდა — “ბლუმბერგი”

24 დეკემბერი, 2018 • 5371
ივანიშვილის ქონება ერთ დღეში 600 მილიონი დოლარით შემცირდა — “ბლუმბერგი”

გამოცემა “ბლუმბერგის” მილიარდერების ინდექსის მონაცემების თანახმად, საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ დღეში 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

“ბლუმბერგის” ივანიშვილის პროფილზე მითითებულია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს ივანიშვილის ქონება $5.57 მილიარდად იყო შეფასებული, მეორე დღეს კი- $4.97 მილიარდად.

ამ თანხით ივანიშვილი მსოფლიოში, ბლუმბერგის მონაცემებით, ოფიციალურად დარეგისტრირებულ მილიარდერთა შორის 305-ე ადგილზეა.

“ფორბსის” მილიარდერთა ინდექსის მონაცემებით, ივანიშვილს ნაკლები ქონება აქვს — 24 დეკემბრის მონაცემებით, $4.6 მილიარდი. ამ თანხით ის “ფორბსის” რეიტინგში 456-ე ადგილს იკავებს.

“ბლუმბერგის” თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ქონება რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში. ივანიშვილი 2012 წელს გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ერთი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. 2018 წელის იგი პოლიტიკაში დაბრუნდა თავისივე დაარსებული პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელად.

ბლუმბერგი ყოველდღიურად აახლებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს. ინფორმაციის განახლება  ბაზრებიდან, ვაჭრობისა და აქციების ფასების ანალიზის მეშვეობით ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი