ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია – ექიმი

24 დეკემბერი, 2018 • 1558
კონსტანტინე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია – ექიმი

ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას განაცხადებით, კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში ჰიპოვოლემიური მდგომარეობისა და სტენოკარდიის დიაგნოზით შეიყვანეს.

ექიმის თქმით, ამ ეტაპოზე კონსტანტინე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. ლევან ბესელიას თქმით, პაციენტის დიაგნოზია – ფსიქოვოლემიური მდგომარეობა და არასასტაბილური სტენოკარდია.

რა თქმა უნდა, რეკომენდირებული არ არის შემიშილობა არცერთ დროს,” – უთხრა ნეტგაზეთს ალადაშვილის კლინიკის ექიმმა.

ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქმის გამოძიებისა და მკვლელის დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს.

მოშიმშილეების განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას, ფაქტობრივად, ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.

კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ იძულებულია ეს ნაბიჯი გადადგას, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმეა მდგომარეობისა, რათა საქმეზე შედეგი მისი ხანდაზმულობსი ვადის გასვლამდე დადგეს.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე
საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების გზით 1992 წელს ჩამოაგდეს და მას შემდეგ ის დევნილობაში იმყოფებოდა.

ზვიად გამსახურდია არაერთხელ ეცადა ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ.

1993 წლის 31 დეკემბერს ის იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრების ნაწილი ამბობს, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ პირველი პრეზიდენტის შვილებს და მხარდამჭერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი