ახალი ამბები

2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23,720 ტონა მანდარინი გაიტანეს

24 დეკემბერი, 2018 • 2517
2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23,720 ტონა მანდარინი გაიტანეს

24 დეკემბრის მონაცემებით, ქართული მანდარინის ექსპორტმა 23,720 ტონა შეადგინა. წინა წელს ეს ნიშნული 18, 250 ტონას უტოლდებოდა.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთა ბაზარზეც საქართველოს მანდარინი შეაქვს,  ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (15,240 ტ) და უკრაინა (5,283 ტ), ასევე, სომხეთი (2,578 ტ), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261 ტ), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ). მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

უწყების ინფორმაციით, 2018 წელს ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 6,822 ტონა.  გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 6,739 ტონას.

სამინისტრო დასძენს, რომ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501).

მასალების გადაბეჭდვის წესი