ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭომ ერთი და იგივე პირი მეორე ვადით აირჩია.

თამარ ჟვანიას კონკურენტები იყვნენ ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია. თამარ ჟვანიას კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს 9 წევრიდან რვამ მისცა ხმა, ხოლო ერთმა ვლადიმერ ბოჟაძეს დაუჭირა მხარი.

ცესკოს თავმდჯომარის არჩევის კენჭისყარში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. საბჭოს 12 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა საკუთარი სურვილით არ მიიღო თამარ ჟვანიამ.

ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს მიერ ცესკოს საბჭოში დასახელებულმა წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კენჭისყრა იყო ფორმალობა და აზრი არ ჰქონდა მასში მონაწილეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.