ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ამბობს, რომ საარჩევნოდ გამოცხადებულ მორატორიუმს კანონის ძალა არ ჰქონია: 

 

“როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოებს ყოფილი მერის დაკავების საფუძველი ჰქონდათ. ნებისმიერი თანამდებობის პირი, მოქმედი თუ ყოფილი, არის თანასწორი კანონის წინაშე. რაც შეეხება იმას, დაირღვა თუ არა მორატორიუმი, პრემიერის მიერ ინიცირებულ მორატორიუმს არ ჰქონდა კანონის ძალა და არ იყო საკანონმდებლო ნორმა.”

 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით,  დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

 

 

“სამართალდამცავ ორგანოს ალბათ ჰქონდა უგულავას დაკავების საფუძველი,”– ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

 

გიგი უგულავა დღეს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც.

 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს.

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *