ახალი ამბები

ქართველი მოცურავეები 24 მედლით დაბრუნდნენ საერთაშორისო ტურნირიდან

24 დეკემბერი, 2018 • 3257
ქართველი მოცურავეები 24 მედლით დაბრუნდნენ საერთაშორისო ტურნირიდან

სლოვაკეთში, ცურვის საერთაშორისო ტურნირზე, ქართულმა დელეგაციამ 24 მედლის მოპოვება მოახერხა. საქართველოს მოცურავეთა კლუბის ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

ტურნირი სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში 21–22 დეკემბერს მიმდინარეობდა. ასპარეზობაზე ყველაზე წარმატებული მოცურავე თემო კობახიძე იყო, რომელმაც 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო; მანვე დაიმსახურა ყველაზე მაღალი ქულები. საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში 3 ოქროს მედალი მოიპოვა ნოე ფანცხავამაც. ოქროს მედლებს ლუკა კუხალაშვილი, აკაკი ვაშაკიძე, რუსუდან გოგინაშვილი და ზაურ კოპალეიშვილიც დაეუფლნენ.

ტურნირში, საქართველოს გარდა, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 4 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში დააჯილდოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი