ახალი ამბები

წავკისის გზაზე დაპირისპირებისას ორი კაცი მოკლეს – შსს

23 დეკემბერი, 2018 • 2953
წავკისის გზაზე დაპირისპირებისას ორი კაცი მოკლეს – შსს

თბილისთან ახლოს, წავკისის გზაზე მომხდარი დაპირისპირებისას ორი კაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 23 დეკემბერს, საღამოს მოხდა.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ როგორც მოკლულებს, ისე დაჭრილებს, ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გამოძიება უკვე დაიწყო სსკ–ს 109–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13–დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი