ახალი ამბები

გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის – აქციაზე საკვები და მედიკამენტები შეგროვდა

23 დეკემბერი, 2018 • 2193
გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის – აქციაზე საკვები და მედიკამენტები შეგროვდა

თბილისში, რუსთაველის მეტროსადგურთან, მოქალაქეებმა მიუსაფარი ცხოველებისათვის საკვები, მედიკამენტები და მათთვის საჭირო ატრიბუტები შეაგროვეს. აქცია დღეს, 23 დეკემბერს გაიმართა.

ორგანიზატორთა თქმით,ზამთარი მიუსაფარი ცხოველებისათვის განსაკუთრებით რთული და სახიფათო სეზონია. ქუჩაში მცხოვრები ძაღლები თუ კატები ყოველდღიურად აწყდებიან შიმშილს, სიცივესა და რიგ დაავადებებს.

სწორედ ამიტომ, ცხოველთა დამცველებმა სოციალურ ქსელში დაგეგმეს აქცია, სახელწოდებით “გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის” და მოქალაქეებს მოუწოდეს, ადგილზე მათთვის საკვები, დასაფენები, მედიკამენტები და ის ნივთები მიეტანათ, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ.

აქციის ორგანიზატორის, თიკო კვალიაშვილის თქმით, 14:00–დან 19:00–მდე, აქტივობაში მონაწილეობა ცხოველთა საკმაოდ ბევრმა მოყვარულმა მიიღო.

“ჩემი მიზანი, რომ სიკეთისთვის გამეერთიანებინა ცხოველთა მოყვარული საზოგადოება, მიღწეულია. ძალიან ბევრი საჭმელი მოიტანეს, ასევე მედიკამენტები და თანხაც, რომლითაც წამლებს ვიყიდი შემდეგ. უზარმაზარი მხარდაჭერა და სიყვარული იყო. ამავდროულად, ვცადეთ, რომ გაგვეჩუქებინა მიუსაფარი ლეკვები და უმეტესობა გავაჩუქეთ”, – უთხრა თიკო კვალიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

აქცია მიუსაფარ ცხოველთა დასახმარებლად. ფოტო: თიკო კვალიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი