ახალი ამბები

ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმაშია – სამინისტრო

23 დეკემბერი, 2018 • 1741
ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმაშია – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბენზინში ტყვიის შემცველობა დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით,  საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.

“შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯის აღება განხორციელდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევა  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ  უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი