თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” ფილიალში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად ჭერი, ჯამში, 20 კვ.მ. დაიწვა. უწყების ცნობით, დაშავებული არავინაა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.