თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა. აპარატები, ამჟამად, რიყის პარკში, ვერის ბაღსა კიკვიძის პარკშია განთავსებული, თუმცა, მერიის ცნობით, მომდევნო პერიოდში ისინი ქალაქის სხვა ტერიტორიებსაც მოიცავს.
კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, დისპენსერში წყლის ჩასხმის კი, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.
რიყის პარკში აპარატის განთავსებისას იდეის ავტორთან ერთად ქალაქის მერი და უწყების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ასევე დაიდგა ხის სახლიც. მერიის ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის 10 ხის სახლს დადგამს.