ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროების წვრთნები სომხეთის დასაცავად

1 ივლისი, 2014 • • 1242
რუსი სამხედროების წვრთნები სომხეთის დასაცავად

მასში მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების სამეცნიერო-ექსპერტული საზოგადოება იღებს, ასევე, რიგი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც არ არიან მისი წევრები. ფორუმის მონაწილეებს გზავნილით სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა მიმართა.

“სომხეთი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფო-დამფუძნებელი, ორგანიზაციის სხვა ქვეყნების მსგავსად, როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების გაფრთხილების ეფექტური უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საშუალება, პრევენციული დიპლომატიისადმი ერთგულია,” ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში. მისი თქმით, “საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო ოპერაციები არსებით როლს თამაშობს თანამედროვე მსოფლიოში,” რამდენადაც “წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს შიდა და საერთაშორისო კონფლიქტების ესკალაციების შესაჩერებლად მშვიდობიანი საშუალებებით – ინიცირებისა და კონფლიქტურ მხარეებს შორის დიალოგის დამყარებაში.”

 

ერევანში დაწყებული კონფერენციის პარალელურად 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც დისლოცირებულია სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრში, დაიწყო მასშტაბური საშტაბო-სამეთაურო წვრთნები, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. წვრთნებში, როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, 200 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა და 600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნებში გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ტანკები, არამედ საბრძოლო ქვეითი მანქანები, ჯავშანტექნიკა და არტილერია, საჰაერო თავდაცვის კომპლექსები БУК-М1-2 და С-300В, ასევე, თვითმფრინავები МиГ-29 და უპილოტო საფრენი აპარატების ესკადრილია..

 

“მსგავსი ღონიძიებები ეწყობა წელიწადში ორჯერ რუსი სამხედროების ყველა კატეგორიის მომზადების მიზნით, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთ გადიან სამსახურს და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში მოქმედი რეალური სისტემის შექმნის მიზნით,”- წერია რუსი სამხედროების განცხადებაში.


ფოტო: armenianow.com
ფოტო: armenianow.com


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი