ახალი ამბები

ილია II ქართული ღორის ჯიშების მომშენებელ კომპანიას შეხვდა

21 დეკემბერი, 2018 • 2321
ილია II ქართული ღორის ჯიშების მომშენებელ კომპანიას შეხვდა

20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მღვდელმთავრებთან ერთად, კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა.

პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ.

ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით და საუკეთესო გემოვანი თვისებებით,” – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ლუის სანზ კასადომ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვასილ ბაბლუანმა პატრიარქთან შეხვედრისას აღნიშნა, ეს პროექტი იქმნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით აუშენდებათ ფერმები, რათა რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შეძლონ. მისი თქმით, ამის შემდეგ მათგან გარანტირებულად მოხდება ღორების შეძენა.

ბაბლუანის განცხადებით, მათ რაჭაში უკვე ააშენეს სანაშენე ფერმა და 500 ქართული ღორი ჰყავთ, ხოლო სამომავლოდ საქართველოს კიდევ 9 რეგიონში გეგმავენ ფერმების აშენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი