“30 ივნისს გაიმართა ჩემი სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან. შევთანხმდით, რომ ქართულ–რუსული დიალოგის ფორმატში ჩვენი მორიგი შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს პრაღაში.

 

დავადასტურეთ, რომ აღნიშნული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 7 ივლისს ასევე პრაღაში შედგება საინფორმაციო–საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე, რომელზეც განხილული იქნება 2012 წლის ბოლოდან დღემდე ამ სფეროში გაწეული სამუშაოს შედეგები და საქართველო–რუსეთის სავაჭრო კავშირების სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. 
 
საქართველოს მხრიდან 2–3 კაციან ჯგუფს უხელმძღვანელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი,”- წერია აბაშიძის განცხადებაში, რომელიც დღეს, 1 ივლისს პრემიერ-მინისტრის აპრატმა გაავრცელა. 
 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *