“გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ ნანტერში, პარიზთან ახლოს, უპრეცედენტო ნაბიჯია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ”, – წერს BBC.

 

მათივე ინფორმაციით, გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, დაპირდა თუ არა სარკოზი, რომელიც 2007 წლიდან 2012 წლამდე საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ მაღალი რანგის მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას.

 

გიბერტ აზიბერტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ერთ–ერთი მაღალი რანგის მოსამართლეა, ასევე, იყო დაბარებული დაკითხვაზე ორშაბათს. გუშინ ასევე დაიკითხა ნიკოლა სარკოზის ადვოკატიც. 

 

ასევე BBC–ს ინფორმაციით, სამართალდამცავებს შეეძლებათ დააყოვნონ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ ვადის გაზრდაც შესაძლეველია.

ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *