გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერი აქტივისტის, შოთა დალაქიშვილის ცემის საქმეზე ორი ბრალდებული – გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილი – პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სასამართლოში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხი დააყენა, თუმცა სასამართლოში გვითხრეს, რომ კონკრეტულ თანხებზე საუბარი არ ყოფილა.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ის 5 თებერვალს, პირველ საათზეა ჩანიშნული.
შოთა დალაქიშვილი 16 დეკემბერს, იმ დროს დაშავდა, როდესაც “ძალა ერთობაშიას” კოლონა თბილისიდან თელავის მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის იუანუგურაციის გასაპროტესტებლად მიემართებოდა. ოპოზიციონერ აქტივისტებს გზა გადაუკეტეს სამართალდამცავებმა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში, პოლიციისა და ოპოზიციის გარდა, ჩართული იყო ოპოზიციის მოწინააღმდეგე არაერთი პირი. დალაქიშვილმა სხეულის დაზიანებები სწორედ ამ დროს მიიღო.
ვრცლად წაიკითხეთ აქ:
არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს – შსს კახეთის ინციდენტზე