ახალი ამბები

პუტინი ტრამპს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას უწონებს

20 დეკემბერი, 2018 • 1271
პუტინი ტრამპს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას უწონებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ლიდერს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას უწონებს. როგორც ამერიკული გამოცემა Newsweek წერს, პუტინი აცხადებს, რომ ტრამპი მართალია და მის პოზიციას იზიარებს.

“თუ აშშ მართლაც გაიყვანს თავის კონტინგენტს სირიიდან, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ისინი ყოველთვის აცხადებენ, რომ ჯარებს გაიყვანენ, თუმცა ამის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მაგრამ გამორიცხული არ არის”, – ამბობს პუტინი.

ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანაზე ინფორმაცია გუშინ, 19 დეკემბერს გავრცელდა.

თავდაპირველად ინფორმაცია სხვადასხვა ამერიკულმა გამოცემამ, მათ შორის CNN-მა და WSJ-მ გაავრცელეს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაცია მალევე დაადასტურა თეთრმა სახლმა BBC-სთან საუბარში.

ამ ნაბიჯით აშშ, როგორც ჩანს, ცვლის სტრატეგიას ახლო აღმოსავლეთში, — წერს WSJ.

ჯარების გამოყვანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი იყო. იგი დიდი ხანია ამბობდა, რომ აშშ სირიაში აღარ უნდა იყოს. ამჟამად სირიაში 2 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ისინ, ძირითადად ადგილობრივ ძალოვნებს წვრთიან ISIS-სთან საბრძოლველად.

ტრამპა 19 დეკემბერს ტვიტერზე დაწერა, რომ ISIS სირიაში უკვე დაამარცხეს და აშშ-ის სირიაში ყოფნის ერთადერთი მიზეზიც ამ დაჯგუფებასთან ბრძოლა იყო.

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, “ყველა დონეზე ხელახლა ჩაერთოს საქმეში, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესი, როდესაც საჭირო იქნება”.

აშშ-ის ეს გადაწყვეტილება პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ხაზისგან განსხვავდება. ის საფრთხეში ტოვებს ვაშინგტონის მხარდამჭერებს ქურთისტანის მხარეში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი