ახალი ამბები

“იმ დოკუმენტზე, რის საფუძველზეც უგულავას ბრალს უყენებენ, დასკვნა იუსტიციის სამინისტროს აქვს გაცემული”

30 ივნისი, 2014 • • 1144
“იმ დოკუმენტზე, რის საფუძველზეც უგულავას ბრალს უყენებენ, დასკვნა იუსტიციის სამინისტროს აქვს გაცემული”

“ბრძანება, რომლის გამოც უგულავას ბრალი წაუყენეს, მომზადებულია თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურის მიერ და საბოლოო სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილი აქვს იუსტიციის სამინისტროში”, – ამბობს ირაკლი აბესაძე.

 

ის უგულავასთვის ბრალის წაყენების ფაქტს არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს:

 

“ნათელია, რომ, სამწუხაროდ, არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება დავით ნარმანიას და “ქართული ოცნების” ნაცვლად კვლავ საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქმე გვაქვს კვლავ პოლიტიკურ დევნასთან”, – განაცხადა აბესაძემ.


ირაკლი აბესაძე/თავისუფალი ზონის ფოტო
ირაკლი აბესაძე/თავისუფალი ზონის ფოტო


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი დღეს, 30 ივნისს წარედგინა, თუმცა იგი დაკავებული არ არის.

 

სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება საგამოძიებო სამსახური უგულავას:

 

 “თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი