ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: გიგი უგულავა საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას აპირებდა

30 ივნისი, 2014 • • 2103
საგამოძიებო სამსახური: გიგი უგულავა საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას აპირებდა

მისი მტკიცებით, საგამოძიებო უწყებას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ უგულავა საგამოძიებო მოქმედებებისთვის თავის არიდებას აპირებდა:

 

“მოგეხსენებათ, რომ გიგი უგულავა აღკვეთის ღონისძიების ქვეშ სხვა საქმეზეც არის და მიუხედავად ამისა, ის აპირებდა დაეტოვებინა ქვეყანა ისე, რომ ამის შესახებ არ გაუფრთხილებია არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანოები. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ის აპირებდა თავი აერედებინა საგამოძიებო მოქმედებებისთვის. რაც შეეხება მორატორიუმის თემას, რაზეც ის აპელირებს, ამით ცდილობს უბრალოდ გადაფაროს თემა”, – განაცხადა გრძელიშვილმა.


გიორგი გრძელიშვილი
გიორგი გრძელიშვილი


 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი დღეს, 30 ივნისს წარედგინა.

 


სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება საგამოძიებო სამსახური უგულავას:

 


“თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.


მასალების გადაბეჭდვის წესი