ახალი ამბები

სოფელ სონდისველას საარჩევნო უბანს საოლქო კომისია ვერ უკავშირდება

29 ივნისი, 2014 | | 1106
სოფელ სონდისველას საარჩევნო უბანს საოლქო კომისია ვერ უკავშირდება

როგორც დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა  “ნეტგაზეთს” განუცხადა, საარჩევნო პროცესი #6 საარჩევნო უბანზე დაიწყო, თუმცა დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან საუბნო კომისისას ვერ უკავშირდებიან. საოლქო საარჩევნო კომისიაში  საუბნო კომიის ზარს ელოდებიან. წარმომადგენლის განცხადებით, გარკვეული ტერიტორიის დაფარვის შემდეგ მობილური კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელია, ამიტომ თავად საუბნო კომისია უნდა დაუკავშირდეს საოლქო კომისიას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი