ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს საზღვართან კურორტების განვითარებას გეგმავს

19 დეკემბერი, 2018 • 2172
რუსეთი საქართველოს საზღვართან კურორტების განვითარებას გეგმავს

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან ორი კურორტის განვითარებას გეგმავს. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass წერს, ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცეპრემიერმა გააკეთა.

ოლგა გოლოდეცის განცხადებით, კურორტების განვითარება დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შიდა ტურიზმის განვითარებასთან. რუსეთის ვიცეპრემიერის თქმით, ტურისტები სამთო კურორტებზე დასასვლენებლად საქართველოში ჩადიან და იქ დიდ ფულს ხარჯავენ:

“მილიონობით ადამიანი საზღვარს კვეთს და საქართველოში მიდის. ეს დიდი ფულია. ისინი არა მხოლოდ საზღვარს კვეთენ, არამედ გადაადგილდებიან, იკვებებიან და ცხოვრების ხარჯებს წევენ. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს საზღვართან ახლოს ორი საკურორტო ზონის მოწყობას”, – ამბობს გოლოდეცი და აღნიშნავს, რომ ტურიზმის განვითრებისთვის რუსეთს კარგი ბუნებრივი პირობები აქვს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ეს კურორტები საზღვაო იქნება თუ სამთო, ასევე, კონკრეტულად სად იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი