25-ე უბანზე რეგისტრირებულია 1149 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, შეცვლილია საარჩევნო კომისია:
 
“კომისიის 6 წევრი, რომელსაც ცესკო ნიშნავს, გადმოყვანილია  #22 უბნიდან. ამ უბანზე არჩევნები კარგად ჩატარდა და ამიტომ კომისია აქ გადმოიყვანეს, პარტიებმაც თავიდან დანიშნეს თავიანთი დამკვირვებლები, შეხედულებისამბერ”.-  განუცხადა “ნეტგაზეთს”კომისიის წევრმა ირაკლი კვარაცხელიამ. 
 
 
რაც შეეხება 57-ე უბანს, აღნიშნულ უბანზე 919 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და 10:00 საათის მონაცემებით, ხმა ამომრჩეველთა 10%-მა უკვე მისცა. 
 
 
შეგახსენებთ, დღეს, 29 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე იმართება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *