ახალი ამბები

საბჭოთა ნოსტალგია რუსეთში 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია

19 დეკემბერი, 2018 •
საბჭოთა ნოსტალგია რუსეთში 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია

რუსეთში გამოკითხულთა 66 პროცენტი წუხს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. კვლევის მიხედვით, რომელსაც “ლევადა ცენტრი” აქვეყნებს,  2004 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მონაცემია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი არ ენატრება. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ ყოველი მეორე რესპონდენტი (52%) ემხრობოდა მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით ეკონომიკური სისტემა დაინგრა, ყოველი მესამე კი (36%) ნოსტალგიას იმით ხსნიდა, რომ “დიადი ძალის ნაწილად ყოფნის” განცდა დაკარგეს.

ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2004 წელს დაფიქსირდა. მაშინ რესპონდენტთა 68 პროცენტი დაეთანხმა კითხვას, წუხდნენ თუ არა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო.

მსგავს კვლევას “ლევადა ცენტრი” 1992 წლიდან ატარებს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთში საბჭოთა ნოსტალგიის კუთხით 2012 წელს დაფიქსირდა. მაშინ გამოკითხუთა რაოდენობა, რომლებიც წუხდნენ საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით, 49 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი