ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ევროპული არჩევანი”: უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მაგალითი გაკვეთილი იქნება სომხეთისთვის

28 ივნისი, 2014 • • 1314
“ევროპული არჩევანი”: უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მაგალითი გაკვეთილი იქნება სომხეთისთვის

განცხადების ავტორები “აღმოსავლეთის პარტნიორობის” წევრი ამ ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯს განიხილავენ სუვერენიტეტის ნების გამოვლენად. მათი შეფასებით, ეს არის “მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მოვლენა და მნიშვნელოვანი პირობა პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის”.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, 27.06.2014
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, 27.06.2014

 

ამავდროულად, “ევროპული არჩევანი” გამოხატავს ღრმა მწუხარებას არა მხოლოდ იმის გამო, რომ სომხეთმა, მთავრობის ცნობილი გადაწყვეტილების შედეგად, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ გამხდარიყო ამ პროცესის მონაწილე, არამედ მთლიანობაში – ერევნის კურსის გადახვევის გამო ევროპული ინტეგრაციიდან უპერსპექტივო ევრაზიული კავშირისკენ.

“როგორც არ უნდა იყოს, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნაბიჯი, რომელიც არის ამ ქვეყნების შემდგომი დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციისთვის ახალი სტიმული, ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება, გაკვეთილი და მომავლისკენ გადებული ერთგვარი ხიდი იქნება “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სხვა ქვეყნებისთვისაც”, მათ შორის და უპირველესად სომხეთისთვის და იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის იბრძვიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერებს შორის არიან ცნობილი უფლებადამცველები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სომხეთი დაუბრუნდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს და ამით დაადასტურებს მის “ლტოლვას სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და საერთაშორისო ინტეგრაციისადმი, რომელიც ურთიერთპატივისცემას, ჰარმონიზაციასა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება”.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ევროპული ინტეგრაციის ნაცვლად არჩევანი გააკეთა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი