იგივე შინაარსის განცახდება გააკეთა გუშინ, 26 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. 


“რუსეთი მზადაა უკრანასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხებზე ნებისმიერ ფორმატში კონსულტაციებისთვის, თუმცა, როგორც კი შეთანხმებები ძალაში შევა და ჩვენ ვნახავთ, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის ფუნქციებზე ეკონომიკისთვის ნეგატიური შედეგებია, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ თავდაცვით ზომებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად,”- რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ, 25 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“რუსეთი მზადაა ევროკომისიასთან კონსულტაციებისთვის ევროკავშირის საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე,”- განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვმა. 

 

დღეს, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ. ხელშეკრულებაზე ხელი ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურებმა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *