“ჩვენი თანამშრომლობა დაეფუძნა საერთო ღირებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ეს სამი ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას და აღრმავებენ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ღირებულებებს, ევროპა მხარს გიჭერთ თქვენ პოლიტიკურად, ტექნიკურად, კარი იხსნება ევროპის ბაზრისკენ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა აღიარებს თქვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ევროკავშირი გვარდით გიდგათ იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ მტკიცე ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. ევროპის კონტინენტი უნდა გახდეს სტაბილური. მომავალი თაობები საქარველოში, უკრაინასა და მოლდოვაში დაიმახსოვრებენ ამ თარიღს. ეს არის ბრწყინვალე დღე ევროპისთვის”, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე. 

 

დღეს, 27 ივნისს, ბრიუსელში, ევროკომისიაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია იმართება, რომელიც თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო.

 

ხელშეკრულებას ხელს აწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები:

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *