“ეს ისტორილი დღეა თვითონ ამ 3 ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის. ეს არის იმ პროგრესის აღიარება, რომელთაც მათ მიაღწიეს. ამ ქვეყნებს სურთ იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით. ასოცირების ხელშეკრულება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესისა, რომელიც წლების წინ დაიწყო. ეს ხელშეკრულებები მათ საშუალებას მისცემს წარმართონ რეფორმები და მოახდინონ ეკონომიკური ზრდა. ნუ ვიქნებით ილუზიის ქვეშ. აქ ძალიან რთული სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ პარტნიორებს”, – განაცხადა ბაროზომ.

