ახალი ამბები

ბრიუსელში საქართველოს კუთხე მოეწყო

26 ივნისი, 2014 • • 1113
ბრიუსელში საქართველოს კუთხე მოეწყო

ლუქსემბურგის მოედანზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დამთვალიერებელს შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბუკლეტებიდან შეიტყოს.

დასასრულს უახლოვდება სამზადისი ევროკომისიაშიც, სადაც ხვალ, თბილისის დროით 11:00 საათზე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები. საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით უკვე ბელგიის სამეფოში იმყოფება.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვია. მთავრობა ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევია, აცხადებს საქართველოს მთავრობა. 

საქართველოს კუთხე ბრიუსელში. 2014 წლის 26 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი