“ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ განცხადება, მინისტრი რეაგირებას უნდა აკეთებდეს მოქმედებებზე და არა განცხადებებზე. თუ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები მივაჩვიეთ მათ განცხადებებზე მყისიერ რეაგირებას, მაშინ ჩვენ მხოლოდ კომენტარებით მოგვიწევს დაკავება. ამიტომ ჯობია დაველოდოთ მოქმედებებს და არა განცხადებებს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ საფრთხე არსებობს, რომელსაც თბილისი სწავლობს:


“საფრთხეები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ არა განცხადებების დონეზე”, – აღნიშნა მინისტრმა.


სამხრეთ ოსეთის ახალი “პარლამენტი” საყოველთაო კენჭისყრაზე სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს გაიტანს. ამის შესახებ სააგენტო იტარ-ტასს ანატოლი ბიბილოვმა, “პარლამენტის სპიკერმა” განუცხდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *