“საქართველოში წელს ტარდება ტრანს–რეგიონული კონფერენცია შუა აზიის ქვეყნების მონაწილეობით და ასევე კავკასიის ყველა ქვეყნის მონაწილეობით, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან ჩეჩნეთის მონაწილეობით. ეს კონფერენცია გახლავთ დამაგვირგვინებელი წამების საწინააღმდეგო აქციებისა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიდიოდა. ჩავატარეთ ტრანს–რეგიონული ტრენინგი, სადაც დატრენინგდა 66 ადამიანი შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუსეთის ფედერაციიდან ჩეჩნეთი. მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის წარმომადგენლები. ტრენინგი მიეძღვნა სტამბულის პროტოკოლს, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დაუსჯელობასთან ბრძოლის. დღეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ამ ქვეყნებში წამების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის განხილვა მოხდება, დღის ბოლოს შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომლითაც ცენტრი “ემპათია” მიმართავს მთავრობას, რათა საერთაშორისო სტანდარტები უკეთ იქნას განხორციელებული”, – აცხადებს წამების მხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიის” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.


26 ივნისი წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ 1987 წელს გამოცხადდა. სწორედ ამ დღეს ძალაში შევიდა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია, რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა წამების დაუსჯელობასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ეს დღე მსოფლიოს 70–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *