ქუთაისი-მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს საქართველოს აეროპორტთა გაერთიანებაში უდასტურებენ.
როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ქალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, რეისის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ბელგრადში დაეშვა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ თვითმფრინავს გარკვეული პროცედურების გავლა მოუწევს. ბელგრადიდან თვითმფრინავი მილანში გაფრიდება და ორის ნახევარზე გამოფრინდება, ხოლო ქუთაისში ხვალ, 18 დეკემბერს, დილის 5 საათზე იქნება.