ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბანკის ყოფილი თანამშრომელი შ.მ და მისი თანამზრახველი ვ.ბ, რომელიც, ასევე, დაკავებულია უკვე, გასული წლის დეკემბერში მოქალაქეებს ატყუებდნენ, თითქოს „საახალწლო აქციის“ ფარგლებში ბანკი მათ 50-დან 200 ლარამდე თანხას საჩუქრად ჩაურიცხავდა, რისთვისაც საჭირო იყო პირადობის მოწმობის ბანკში წარდგენა.
გამოძიებოს ცნობით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ბანკში წარდგენის შემდეგ, შ.მ. მოქალაქეთა სახელზე ავსებდა სესხის განაცხადს, მოქალაქეებს კვლავ ატყუებდა, რომ მათ ვერ მიიღეს ე.წ. „საახალწლო აქციის“ თანხა, ხოლო რეალურად დაზარალებულთა სახელზე დამტკიცებული სესხის თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ პლასტიკური ბარათებიდან ფულის განაღდების გზით.

გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის სახელზე დამტკიცებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
