“ვიცი, რომ ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოში დიდი დისკუსია გამოიწვია. ვფიქრობ, რომ აქ ორი საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი – უელსის სამიტზე ჩვენ წარვუდგენთ უპრეცედენტო პაკეტს, რომლის საშუალებით საქართველო NATO-ს იმაზე უფრო სიღრმისეულად დაუკავშირდება, ვიდრე რომელიმე სხვა NATO-ს არაწევრი ქვეყანა. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები სამიტის კომუნიკეზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბუქარესტის ვალდებულებას, რომ საქართველო იქნება NATO-ს წევრი, განამტკიცებს და საქართველოს NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს ცხადყოფს. 

 

ვიცი, ბევრს იმედი გაუცრუვდა, რომ MAP-ი არ იქნება მინიჭებული, მაგრამ საქართველო NATO-ს რეალურად უახლოვდება, შესაძლოა არა გიგანტური ნაბიჯით, მაგრამ მტკიცე ტემპით, და ეს არის საქართველოს ამჟამინდელი და ძველი მთავრობის რთული შრომისა და კარგი დიპლომატიის შედეგი,”- წერს ჯეიმს აპატურაი.  


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *