ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: სომხეთში, რუსების გარდა, სხვა ქვეყნის სამხედროები ვერ იდგებიან

17 დეკემბერი, 2018 • 1730
ლავროვი: სომხეთში, რუსების გარდა, სხვა ქვეყნის სამხედროები ვერ იდგებიან

“ერევანი და მოსკოვი მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედროების ყოფნას კრძალავს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “კამსამოლსკაია პრავდას” რადიოარხთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ სომხეთთან ვასრულებთ მუშაობის პროცესს იმ დოკუმენტზე, რომელიც არის გარანატი იმისა, რომ სომხეთში უცხოელი სამხედროები ვერ იდგებიან. ეს დოკუმენტი იქნება რისკებისა და საფრთხეების კუთხით გამჭვირვალობის გარანტი”.

ლავროვმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რატომ არის აშშ-ის საელჩო სომხეთში ასეთი დიდი, რუსეთის კი – მცირე ზომის. ლავროვის თქმით, სოროსი სომხეთში, უფრო სწორად, “ჩვენს ტერიტორიაზე” [იგულისხმა პოსტსაბჭოთა სივრცე] ძალიან აქტიურად მუშაობს.


სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა ქალაქ გიუმრიში დისლოცირებულია მოსკოვსა და ერევანს შორის 1995 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 2010 წელს დოკუმენტში შეტანილი იყო ცვლილებები, რომლის შესაბამისად, საწყისი 25 წლის ნაცვლად, მათი სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 49 წლამდე, ანუ 2044 წლამდე გაგრძელდება.

ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი პოლიტიკური ოპონენტები და რუსული ოფიციალური მხარე პერიოდულად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სომხეთის საგარეო კურსი იცვლება და მისი ახალი ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთს არ განიხილავს. მსგავსი მოსაზრებების “გასაქარწყლებლად” ნიკოლ ფაშინიანი NATO-ს სამიტში მონაწილეობის პარალელურად რამდენჯერმე შეხვდა ვლადიმერ პუტინს და რუსული მედიისთვისაც არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი