ახალი ამბები

გამგებლის ინფორმაციით, დიდუბეში სსმ ბავშვების საქანელა პატრულმა ჩამოხსნა

25 ივნისი, 2014 • • 1912
გამგებლის ინფორმაციით, დიდუბეში სსმ ბავშვების საქანელა პატრულმა ჩამოხსნა

“ჩვენ მოგვმართეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა, რომ დიდუბეში მსგავსი ტიპის საქანელა დაგვემონტაჟებინა. ჩვენ ეს თხოვნა შევასრულეთ და ეს საქანელა დამონტაჟდა. ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესში ვართ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 15-მდე ბავშვი, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონენი არ არიან, ერთდროულად სარგებლობდნენ საქანელით და ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდნილა. მათმა მშობლებმა ცხელ გულზე გამოიძახეს პატრული და მათი თხოვნით მოხდა ამ საქანელის დემონტაჟი, თუმცა ჩვენ 5 დღის ვადაში ამას აღვადგენთ და პირიქით- ვაპირებთ, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის მსგავსი ნაგებობები ჩვენს რაიონში გავამრავლოთ”, – აცხადებს მხეიძე და დასძენს, რომ სანამ პატრული საქანელის დემონტაჟს გადაწყვეტდა, კომუნიკაცია გამგეობასთან უნდა დაემყარებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა:

 

“წესით, ყველა ვარიანტში ჩვენთან უნდა გაევლო კომუნიკაცია, ვინაიდან ეს ჩვენი დამონტაჟებული იყო. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა”, – აცხადებს მხეიძე.


შსს-ს პრესსამსახურში დიდუბის გამგებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, პატრულს საქანელა არ ჩამოუხსნია. მეტიც, იმ პარკში არც გამოძახება დაფიქსირებულა. შსს-ს ცნობით, იმის გამო, რომ მათთვის არავის მიუმართავს შეტყობინებით, არც გამოძიება დაწყებული სხვისი ნივთის დაზიანების გამო.

 


ჩამოხნილი საქანელა დიდუბეში
ჩამოხნილი საქანელა დიდუბეში

 

ზემოხსენებული საქანელა, რომელიც მხოლოდ ერთი ბავშვისთვის (ეტლით) არის განკუთვნილი, 10 ივნისს დამონტაჟდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი