“ჩვენ გვქონდა არსებითი დისკუსია ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვიან. ნატოს ღია კარის პოლიტიკას ისტორიული წარმატება აქვს. მისი მეშვეობით ევროპის მასშტაბით მშვიდობა და თანამშრომლობა გავრცელდა უპრეცედენტო გზით. ეს იყო კარგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს შეუერთდნენ და ეს ასევე სასარგებლო იყო თვითონ ნატოსთვისაც. ჩვენი სამიტი უელსში აღნიშნავს ამ წარმატებას. მე ვიტყვი მკაფიოდ: ნატოს კარი ღია რჩება. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს დადების უფლება ნატოს გაფართოებაზე. 

 

თითოეული ქვეყნის შეფასება მოხდა მისი დამსახურებების მიხედვით. ყველა მათგანს აქვს სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ასპირანტს, რათა ღია კარში შემოსვლა შეძლონ.

 

ეს სამიტის გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენი პრინციპების დონეზე უკვე შევთანხმდით, რომ საქართველოს [თანამშრომლობის] დამოუკიდებელ პაკეტს (substantive package) შევთავაზებთ, რაც მას ნატოსთან უფრო მოახლოებაში დაეხმარება. შესაბამის ელემენტებს მომდევნო კვირების განმავლობში შევიმუშავებთ.

 

მონტენეგროსთან ჩვენ ფოკუსირებულ მოლაპარაკებებს გავხსნით და შეფასებას 2015 წლის ბოლოსთვის გავაკეთებთ, მივიწვიოთ თუ არა მონტენეგრო ნატოში გაწევრიანებისთვის”, – განაცხადა რასმუსენმა.


რასმუსენი
რასმუსენი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *