“ცოტა ხნის წინ ფეხბურთის მატჩი [ურუგვაი-იტალია]] დასრულდა და იქ ერთი ფეხბურთელი [კლაუდიო მარკიზიო] მოედნიდან გააძევეს, წითელი ბარათი უჩვენეს. ფეხბურთში არსებობს მეორე, ყვითელი ბარათიც. რა დროს უჩვენებენ ამ ყვითელ ბარათს? როცა ვიღაც თამაშის წესებს დაარღვევს [და აფრთხილებენ]. ჩვენ ყვითელი ბარათი კი არ მიგვიღია, ყვითელი ბარათის შემთხვევაში ავიღებდით ხმების 20 პროცენტს, როცა ამომრჩეველი გვეტყოდა: ბიჭებო, ცუდადაა თქვენი საქმე და ახლა დაიწყეთ თავიდან რაღაცის კარგად მოფიქრებაო. ეს [არჩევნების შედეგი] არის მწვრთნელის შეძახილი, ფეხბურთის ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ: გადასარევად თამაშობთ, იგებთ, მაგარია, მაგრამ მეტი შეგიძლია და მეტს ველი თქვენგანო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.



Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *