10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იუსტიციის სამინისტროსა და ფონდ „ღია მმართველობა -საქართველოს“ ორგანიზებით ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება. დისკუსიას დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; შოტლანდიელი, უნგრელი და მოლდოველი ექსპერტები. მისამართი: სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასი“.
11:00 საათზე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ბერი ანდრიას ფონდში მივლენ და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებენ. მის: დიდი დიღომი, მირიან მეფის #26.
11:00 საათზე სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ გაიხსნება სამუშაო შეხვედრა, სადაც ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო კანონმდელობასა და საქართველოში მის შესაძლო რეგულირებაზე იმსჯელებენ იუსტიციის სამინისტროს, სხვა სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
11:00 საათი – სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა, თუ რა კავშირები არსებობს პოლიტიკურ პარტიებს, დონორებსა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის. ორგანიზაციის ოფისში (რუსთაველის გამზირი 26) “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანალიზის შედეგებს წარმოადგენს.
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30 სთ-ზე _ “პირველ პრესკლუბში” საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასება, II ტური. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.
12.00 საათზე, გაიმართება აქცია “საპნის ბუშტები” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან – “კულტურის სამინისტროს ქმედებები კულტურასთან დაკავშირებით საპნის ბუშტების ქმედებას ჰგავს,სამინსტროში ისევე როგორც საპნის ბუშტში მხოლოდ დასაწყისია მომხიბვლელი”.
12:00 სთ-ზე _ “პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ერთ- ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასება, შედეგების გადათვლის მოთხოვნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ- ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ- ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი მიმდინარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
17:00 საათზე აბიტურიენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ (უზნაძის ქ. # 52) აქციას, სახელწოდებით „ჩამოყალიბდით“, გამართავენ.
18:00 საათზე, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ გამართავს შეხვედრას, რომელიც მიეძღვნება ქალთა უფლებების დაცვასა და ამ კუთხით არსებულ სასამართლო პრაქტიკას, კერძოდ – ქალთა სოციალური გარანტიები, განათლება, კარიერა, ოჯახური ძალადობა (შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ), მარტოხელა დედები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი მოსამართლეები და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მისამართი: თბილისი, გალის ქ. N 10ა.
19:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ქ. თბილისში (ზოვრეთის ქ. 38): თემა პარტიები და მოქალაქეები: როგორ განვითარდება ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში?
19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა მწერალ მარინა ელბაქიძესთან. მარინა ელბაქიძის პროზაული კრებული „გაცვლა“ 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი. ეს მეშვიდე შეხვედრაა ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები ხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 გამარჯვებულებს.

